არ გვაინტერესებს, რას იტყვის - კობახიძემ ჯო უილსონს “დიფ სთეითის“ აგენტი უწოდა

02.08.26 14:42
არ გვაინტერესებს, რას იტყვის - კობახიძემ ჯო უილსონს “დიფ სთეითის“ აგენტი უწოდა

ირაკლი კობახიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჯო ვილსონის ის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ “ქართული ოცნება“ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას  ანადგურებს.

როგორც მან თქვა, მათ „არ აინტერესებთ რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი“.

კობახიძე ამერიკის ყოფილ ელჩსაც დაესხა თავს და “საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში“ დაადანაშულა.

ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის გავრცელება არის მიზანმიმართული პროცესის შედეგი. ამ ყველაფერს გარედან აკეთებდნენ. ეს არის ხელოვნურად თავს მოხვეული მოვლენა ჩვენს ქვეყანაში - სიძულვილი, აგრესია. ამ მასშტაბის სიძულვილი და აგრესია არის ხელოვნურად თავს მოხვეული ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, რასაც უნდა შევებრძოლოთ.

ასევე, მინდა ბატონ ჯო უილსონს შევახსენო, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია პირდაპირ იყო უხეშად ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში, მათ შორის წინა ადმინისტრაციის პირობებშია ამერიკის საელჩო და პირადაც ელჩი იყო ჩართული საქართველოში სიძულვილის ხელოვნურად გაღვივებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით. შესაბამისად, ჩვენ არ გვაინტერესებს, რას იტყვის „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას არ სჭირდება სიძულვილი, სჭირდება პირიქით, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიძულვილი დავამარცხოთ. სიძულვილი არის განვითარების შემაფერხებელი მოვლენა“,-განაცხადა კობახიძემ.

ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს და ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება.

მანვე დააანონსა, რომ მალე წარადგენს კანონპროექტს, რომელიც „წინააღმდეგობას გაუწევს ამ „ვოუქ“ ცენზურას“.