სამწუხაროა, თუ ქალბატონმა თინამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია - ცისკარიშვილი ბოკუჩავას ბრალდებებს პასუხობს

02.08.26 15:53
სამწუხაროა, თუ ქალბატონმა თინამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია -  ცისკარიშვილი ბოკუჩავას ბრალდებებს პასუხობს

ბრალდებების სერია ენმ-ში - პეტრე ცისკარიშვილმა დღეს თინა ბოკუჩავას კიდევ ერთხელ უპასუხა და თქვა, რომ “არ ესმის რაზე აპელირებს ქალბატონი თინა, თუმცა, ვერანაირი ჩვენებების მიცემით, მათ შორის, ვერც მინიშნებებით, “ოცნებას“ ვერავინ ვერანაირ საბაბს შეუქმნის, დოკუმენტაციის “სიყალბესთან“ დაკავშირებით“.

ცისკარიშვილის თქმით, ყველა პროცედურა იქნება შესრულებული და დაცული, რათა პარტიაში ყველა არჩეულმა თანამდებობის პირმა, იუსტიციის სახლში უფლებამოსილება გაიახლოს.

“ქართული ოცნების“ სტილი რა არის , ზუსტად ვერ გეტყვით და რაზე აპელირებს ქალბატონი თინა, მაგრამ ვერანაირი ჩვენებების მიცემით, მათ შორის, ვერც მინიშნებებით, “ოცნებას“ ვერავინ ვერანაირ საბაბს შეუქმნის, ჩვენი დოკუმენტაციის “სიყალბესთან“ დაკავშირებით, რადგან ყველაფერი კარგად, ძალიან ზედმიწევნით იქნება მოწესრიგებული, გაკეთებული და შესრულებული, ყველა ის პროცედურა არის დაცული და ყრილობის ჩატარების შემდეგაც აუცილებლად იქნება დაცული იმისთვის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც მე-13 ყრილობას ატარებს, რეგისტრაცია გაიაროს და უფლებამოსილება გაიახლოს ყველა იმ არჩეულმა თანამდებობის პირმა, იუსტიციის სახლში, - ამბობს ცისკარიშვილი. 

ოქმი პოლისტაბჭოს გამართვის და მიღების საღამოსვე არასდროს შემდგარა, თინა ბოკუჩავას ის აქამდე არ მოუკითხავს, - ასე პასუხობს პეტრე ცისკარიშვილი კითხვას, გაუგზავნა თუ არა სხდომის ოქმი ბოკუჩავას.

ქვორუმიც იყო, პოლიტსაბჭოც ლეგიტიმურია, არა 130, არამედ 119 წევრია იმ პოლიტსაბჭოში. არა 40 -მდე არამედ გაცილებით მეტი ადამიანი ესწრებოდა, აქედან გამომდინარე არანაირი პრობლემა არ არსებობს, სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია. ოქმი, პოლიტსაბჭოს მიღებიდან იმ საღამოსვე არასდროს შემდგარა, ეტყობა თინას მანამდე არასდროს მოიკუთხავს ეს ოქმები. დაახლოებით 5 დღიდან 1 კვირამდე პერიოდი სჭირდება ხოლმე. “ქართულ ოცნებას“ რა თქმა უნდა, ეჭვი მაქვს, რომ გაუხარდება, დამატებით იქექონ ჩვენ საბუთებში, მაგრამ იმ დროისთვის, როცა ჩვენ იმ  დოკუმენტაციას წარვადგენთ იუსტიციის სახლში, რომელიც იქნება ყრილობსი დასრულების შემდეგ შეტანილი,დ არწმუნებული ვფარ, ყველაფერი ზედმიწევნით იქნება გატარებული, დაცული და ვერავინ ვერაფერზე მოგვედავებიან და დაგვიხარვეზებენ, - ამბობს ცისკარიშვილი.

  • „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს ეჭვი აქვს, რომ ბოლო პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე არალეგიტიმური გადაწყვეტილებები მიიღეს. 
  • თინა ბოკუჩავა ხელს პეტრე ცისკარიშვილს ადებს. ეჭვი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, პეტრე ცისკარიშვილს ისე ეჩქარებოდა პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება, რომ ხალხის შეკრებას აღარ დაელოდა და მანიპულაციის გზა აირჩია.
  • სად არის პოლიტსაბჭოს ოქმი? -  თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ პეტრე ცისკარიშვილს დოკუმენტის წარდგენა სთხოვა, მაგრამ ვერ მიიღო.