თუ რამე საფრთხეს უქმნის “ენმ“-ს ეს არის იაფასიანი მანიპულაციები - თინა ბოკუჩავა

02.08.26 17:21
თუ რამე საფრთხეს უქმნის “ენმ“-ს ეს არის იაფასიანი მანიპულაციები - თინა ბოკუჩავა

 

 

 

თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არის ის იაფასიანი მანიპულაციები, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს მოწვევაზე, - ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მომედი თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ თუკი ვინმეს ხელს უწყობს ის განცხადებები, რაც ენმ-ს და პოლიტსაბჭსთან დაკავშირებით კეთდება, ეს “ქართული ოცნებაა“.

ბოკუჩავამ იმ სამ საკითხზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აკავებს, რომ ოპოზიციური პარტიები არ გააუქმოს.

ამ საკითხზე 3 რამ შემიძლია ვთქვა, ერთი, თუ რამე აკავებს ივანიშვილს, რომ არ გააუქმოს ოპოზიციური პარტიებიდა  მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს არის საერთაშორისო წნეხი, საერთაშორისო მეგობრების მხრიდან. მეორე - თუ ვინმემ რამე გააკეთა იმისთვის, რომ ეს საერთაშორისო წნეხი შენარჩუნებულიყო და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებითვის პარტიების გაუქმების საკითხი იყოს ძალიან მკაფიო წითელი ხაზი, ეს გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობის საგარეო გუნდა და მათ შორის მეც. მე გაცილებით უფრო კრიტიკულად ვუყურებ იმ 2 წელიწადს, რომელიც მე გავატარე თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამ საკითხში იმედია არავინ შემედავება და მესამე, თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არის ის იაფასიანი მანიპულაციები, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნე 30 ივლისის პოლიტსაბჭოს მოწვევაზე, - განაცხადა ბოკუჩავამ.

  • ბრალდებების სერია ენმ-ში - პეტრე ცისკარიშვილმა დღეს თინა ბოკუჩავას კიდევ ერთხელ უპასუხა და თქვა, რომ “არ ესმის რაზე აპელირებს ქალბატონი თინა, თუმცა, ვერანაირი ჩვენებების მიცემით, მათ შორის, ვერც მინიშნებებით, “ოცნებას“ ვერავინ ვერანაირ საბაბს შეუქმნის, დოკუმენტაციის “სიყალბესთან“ დაკავშირებით“.
  • ცისკარიშვილის თქმით, ყველა პროცედურა იქნება შესრულებული და დაცული, რათა პარტიაში ყველა არჩეულმა თანამდებობის პირმა, იუსტიციის სახლში უფლებამოსილება გაიახლოს.