ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ “ოპოზიცია მთლიანად მოშლილია“
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიცია მთლიანად მოშლილია და უკევ ერთმანეთიც აღარ მოსწონთ.
მისი შეფასებით, ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უსამშობლო ადამიანები ამოიცნეს, შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია.
„ოპოზიცია მთლიანად მოშლილია. ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც ძალიან კარგია. უკვე დაინახეს ის, რასაც ქართველი ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში ხედავდა - ერთმანეთში უსამშობლო ადამიანები ამოიცნეს, შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ ასეა! მანამდე ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს აგენტურა, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ. ეს მათ შორის, იმის გამოძახილია, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე. საბოლოო ჯამში, ეს არის ამ დაპირისპირების მიზეზი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 30 ივლისს ჩატარებული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უფლებამოსილი არ იყო, რადგან პოლიტსაბჭო 130 ადამიანისგან შედგება, სხდომას კი 40-მდე ადამიანი ესწრებოდა.