ღია დაპირისპირების და ხმაურიანი განცხადებების მეორე დღე - რა ხდება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში

02.08.26 20:29
ღია დაპირისპირების და ხმაურიანი განცხადებების მეორე დღე - რა ხდება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში

პეტრე ცისკარიშვილი თინათინ ბოკუჩავას პრაქტიკულად, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ პოზიციონირებაში ადანაშაულებს.

ამ სიტყვებით, პარტიის გენერალურმა მდივანმა, ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის იმ სკანდალურ ინტერვიუს უპასუხა, სადაც ბოკუჩავამ, “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ ეს სიტყვები ყველაზე მეტად სწორედ “ოცნებას“ გაახარებს და მათ საბუთებში ხარვეზის ძებნის დამატებით საფუძველს მისცემს.

“ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე კი, პარტიისთვის სახიფათოდ, არა საკუთარ თავს,არამედ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის ორგანიზატორებს მიიჩნევს.  

დარჩება თუ არა ბოკუჩავა პარტიაში იმ ადამიანებთან,რომლებიც “ოცნებისთვის“ სასარგებლო განცხადებების კეთებაში ადანაშაულებენ?

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.