ხელისუფლებას ძალიან ეშინია სააკაშვილის კომუნიკაციის საპყრობილის გარეთ - მინაშვილი

25.11.21 17:07
ხელისუფლებას ძალიან ეშინია სააკაშვილის კომუნიკაციის საპყრობილის გარეთ  - მინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აკო მინაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება თანაპარტიელებთან კომუნიკაციას სამარცხვინო გზებით უკრძალავს. მინაშვილისთვის ეს აკრძალვები კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის ეშინია. 

კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის კომუნიკაციის საპყრობილის გარეთ და პრიმიტიული, სამარცხვინო ხრიკებით ცდილობს ეს ხელოვნური დაბრკოლებები შექმნას და პოლიტიკოსებს არ ჰქონდეთ საშუალება, რომ შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან უშუალოდ კომუნიკაციაში. რაც უფრო ხისტი იქნება მათი პოლიტიკა მით უფრო მტკიცე და მწვავე იქნება ჩვენი მიდგომები", - ამბობს აკო მინაშვილი. 

იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკოსებს არ შეუშვებენ, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, მკურნალობაზე უარი თქვას.