„პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ უნდა იყვნენ“ - კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს

03.08.26 16:36
„პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ უნდა იყვნენ“ - კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს

ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები შეაფასა. “ოცნების“ ლიდერის თქმით, მისთვის ნაკლებად საინტერესოა პარტია, რომელიც “დასუსტებულ ოპოზიციაშიც კი მეორე ადგილზე გავიდა.“

კობახიძის თქმით,“ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჩვენს ჯანსაღ, დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში ნამდვილად არ არის“.

„ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ეს არის პარტია, რომელიც ამ დასუსტებულ ოპოზიციაშიც კი მეორე ადგილზე გავიდა. მათ სამომავლოდ არავითარი შანსი არ აქვთ. არის შიდა დაპირისპირებები, რაც საბოლოოდ ოპოზიციის სისუსტის გამოვლინებაა. უკვე პარტიის შიგნითაც კი აქვთ დაპირისპირებები, ეს ყველაფერი მათ სისუსტეზე მიანიშნებს. მნიშვნელოვანია, ასე გაგრძელდეს პროცესები. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჩვენს ჯანსაღ, დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში ნამდვილად არ არის. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით უბრალოდ ვერ განვითარდება“,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები