ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე

25.11.21 17:56
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე - ოპოზიცია ახალი ბიუჯეტის საკრებულოს ძველი შემადგენლობის მიერ დამტკიცებას აპროტესტებს. 

ერთმანეთს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ  დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. „ქართული ოცნება“ კი დაჩქარებული წესით ცდილობს ახალი საკრებულოს შეკრებამდე მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცება.

ოპოზიციის წარმომადგენლები, ძველ შემადგენლობას "ვადაგასულს" იწოდებენ. დახიეს განსახილველი საკითხების ჩამონათვალიც. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.  ბიუროს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.