მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი ტიპის კატაკლიზმები - “ოცნება“ შოვის ტრაგედიაზე

03.08.26 17:34
მთელ მსოფლიოში ხდება მსგავსი ტიპის კატაკლიზმები - “ოცნება“ შოვის ტრაგედიაზე

“ოცნებაში“ ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის კატაკლიზმები, რაც შოვში 3 წლის წინ მოხდა, მთელ მსოფლიოში ხდება.

მათი მტკიცებით, “ასეთი დონის სპეკულაცია, რაც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისგან მოდის, არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა. “

მთელს მსოფლიოში ხდება მსგავსი ტიპის კატაკლიზმები, მაგრამ „ასეთი დონის სპეკულაცია, ამ ტრაგედიებით, როგორც საქართველოშია ოპოზიციურად განწყობილი  ადამიანების მხრიდან არის, არსად ხდება“, - ამბობს ქადაგიშვილი. 

“ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი კი მიიჩნევს, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა გამოსავალი არ არის და გაცილებით მაღალი დონის სახელმწიფოებშიც, რომლებსაც მაღალი დონის სისტემები აქვთ,  ხდება ასეთი კატაკლიზმები.

სისტემებს, რომელზეც 3 წლის წინაც იყო საუბარი და იმის შემდგომაც, რამდენადაც ცნობილია, ამაზე იყო როგორც პრევენციული ხასიათის ღონისძიებები ჩატარებული, ასევე ახსნილი ის, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა არ ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ, აღარ მოხდება არსად ასეთი, ან მსგავსი ტიპის მოვლენები, ბუნებრივი კატაკლიზმები. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენზე გაცილებით მაღალი დონის სახელმწიფოებს აქვთ, გაცილებით მაღალი დონის სისტემები, მაგრამ იქაც ხდება ასეთი კატაკლიზმები, - ამბობს მაჭარაშვილი.

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა. 

ადგილზე სამაშველო სამსახურები ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა გამოიძახეს. სტიქიას გადარჩენილები აცხადებდნენ, რომ სამაშველო ვერტმფრენი კი შოვში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა. 

სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 210 ადამიანი გამოიყვანეს, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები