ასე აპირებთ მართვას? - ბათუმის საკრებულოში სიტუაცია დაძაბულია
დაძაბული რჩება სიტუაცია ბათუმის საკრებულოში, სადაც ხელისუფლება ცდილობს, თვითმმართველობითი ორგანოს ძველ შემადგენლობას ქალაქის ახალი, 2022 წლის ბიუჯეტი მიაღებინოს, რასაც საკრებულოს ახალი შემადგენლობის ოპოზიციონერი დეპუტატები ეწინააღმდეგებიან.
,,ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის, განმარტებით, ხელისუფლებას საკრებულოს ახალი შემადგენლობის გაუქმება სურს.
რა უნდა გითხრათ, ჩიქოვანი, ნახეთ, როგორ აირჩიეს, როგორი გაყალბებითაც მოხდა მისი არჩევა, ახლა კი საკრებულოს იმ წევრებს, რომლებსაც ბათუმელებმა მანდატი ანდვეს, ეუბნებიან, აღარ არსებობთო და მათ ნაცვლად საკრებულოს ძველ შემადგენლობა მოიყვანეს და აპირებენ, ბიუჯეტი მიაღებინონ. ეს არის ნორმალური? ასე აპირებს ჩიქოვანი მართვას? ასეულობით პოლიციელი მოიყვანეს იმიტომ, რომ ძველ საკრებულოს მიაღებინონ ბიუჯეტი? ეგ ნორმალურია? ჩალითაც არ არის ეს ქვეყანა დახურული - განაცხადა გიორგი კირთაძემ.