ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით "ოცნება" ახალ კანონზე მსჯელობს - რა შეფასებები მოჰყვა ახალ ინიციატივას

03.08.26 20:12
ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით "ოცნება" ახალ კანონზე მსჯელობს - რა შეფასებები მოჰყვა ახალ ინიციატივას

ირაკლი კობახიძე, გასულ კვირას, სპორტსმენების მიერ წამოწყებულ კამპანიას აგრძელებს. საქმე ეხება საქართველოს ისტორიის, რელიგიის და კულტური დაცვისთვის წამოწყებულ ბრძოლას, რის გამოც კობახიძე პარლამენტს კანონმდებლობის შეცვლას სთავაზობს. უკვე ცნობილია, რომ შეიქმნება ახალი კანონი, რომელიც რელიგიას და ისტორიას დაიცავს, თუმცა რა ეწერება ამ კანონში და რა აიკრძალება, ჯერჯერობით "ოცნებაში" არ ამბობენ. 

რაც არ თქვა კომახიძემ, თქვეს სხვებმა - ირკვევა, რომ საქმე იქამდეც შეიძლება მივიდეს, რომ ახალი კანონი მედიასაც შეეხოს. თუმცა როგორ ჯერ უცნობია, მედიას აეკრძალება სასულიერო პირებზე, ან მათთან დაკავშირებულ საკითხებზე სიუჟეტების მომზადება, თუ რაიმე სხვა აკრძალვები შემოვა. "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ყოველწლიურად საპატრიარქოზე ათასობით სიუჟეტი კეთდება და ამას მონიტორინგი სჭირდება. 

საინტერესოა, იქნებიან თუ არა ჩართული კანონმდებლობის შეცვლაში საპატრიარქოს წარმომადგენლები.თუმცა ბრძოლა რელიგიის და ისტორიის დასაცავად თავდაპირველად MMA-ის მებრძოლებმა წამოიწყეს, შემდეგ კი კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გააგრძელეს, რომლებიც მიმდინარე კვირას პარლამენტში დეპუტატებთან საკითხზე სამსჯელოდ შეხვედრას აპირებენ. 

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში