ხაბეიშვილი ჩამოთვლის მიზეზებს, რის გამოც, მისი თქმით, ივანიშვილის და მდინარაძის გზები გაიყო
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და თვლის მიზეზებს, რის გამოც, მისი თქმით, ივანიშვილის და მდინარაძის გზები გაიყო.
დაკავებული პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძე "ფულის ამომღებად დანიშნა" - "მისცა "ვლასტი", რომ ეს სიმართლეები დაემტკიცებინა და ბიძინასთან მიეტანა ფული…"
ლევან ხაბეიშვილის თქმით, "მიუხედავად ამხელა "ვლასტისა" მამუკამ ამ საქმეში "ჩაქიმა" და რეალური, მოქმედი გეგმა ვერ შეასრულა.
აღებ-მიცემობაზე, ჩარტყმაზე, ოცნების შიდა დაჭმაზე და ივანიშვილის კარზე გამდინარე წყალზე
რეჟიმი არის სუსტი, უსუსტესი, უსუსური!
ეს რომ ვაღიაროთ, მაშინ ჩვენ გამოვდივართ უფრო სუსტები, მშიშრები და ცხადია, ამის გამო ვიგონებთ, რომ აი ძლიერია რეჟიმი და ა.შ., ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი”.
ვაღიაროთ, რომ შარმანაშვილი, ზარქუა და წილოსანი გვჩაგრავს და ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?! მათი ძალა ჩვენს სისუსტეში, შიშშია!
300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს! ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა შეგვიძლია ერთად! ბრდღვნად არ გვეყოფა, მაგრამ გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…
საქართველოს ახლა რა უბედურებაც სჭირს, თანამონაწილეები ხართ ყველა ვინც არ მოქმედებთ და ეგუებით!
ახლა მდინარაძეზე…
გაუგებარ დისკუსიებში რატომ გადადიხართ?! ბიძინამ, მამუკა დანიშნა ფულის ამომღებად, რასაც უჭორიკნებდა, აბეზღებდა მის თანაგუნდელებს - მისცა “ვლასტი”, რომ ეს სიმართლეები დაემტკიცებინა და ბიძინასთან მიეტანა ფული…
ლილუაშვილისგან 200-300 მილიონი, ღარიბაშვილისგან 100-200 მილიონი, ფარცხალაძის ხალხისგან 400-500 მილიონი და ასე შემდეგ.
ბიძინამ მისცა უფლება, რომ “ამოეღო” ფული, “შეეწირა” ყოფილებისთვის და მიერთმია ბოსისთვის…
საუბარია შავ ფულზე, კრიპტოზე, სანქციებიდან ნაშოვნ სისხლიან ფულზე, ნარკოტიკებიდან მიღებულ მილიარდებზე და ა.შ.
ივანიშვილმა ამ ფულის სანაცვლოდ საკუთარი “შვილების” დარბევის, დაკავების, გაკულაკების უფლება მისცა მდინარაძეს - მიუხედავად ამხელა “ვლასტისა” მამუკამ ამ საქმეში “ჩაქიმა”…
მიტანის ნაცვლად, ძველი დალაგებული შავი ფულიც კი ვერ “აწია” და რეალური, მოქმედი გეგმა ვერ შეასრულა. ანუ, რაც ძველებიდან მისდიოდა ის სქემებიც კი ჩამოეშალა. ამასობაში გაუბაზრდა, რომ კრიმინალებმა და განსაკუთრებით ერთმა “ამოიდო” შენი მამუკა და იქით დაუწყო “წველა”, გაწეწვა.
პლუს, ბიძინას დაცინვა დაიწყეს შიდა საუბრებში და დროც გაექცა “მამუს”… დააკვირდით, ლილუაშვილის წინასწარი პატიმრობის 9 თვე სრულდება და მდინარაძის დროც ერთდროულად…
ვერც ფული მოატანინა მდინარაძემ და ვერც მასზე უკეთ დაალაგა ყაჩაღური, კრიმინალური სქემები…
რიჟვაძის მკვლელობის მცდელობა არ დაგავიწყდეთ, მანდ დიდ შარშია “გენერალი”, საქმე ისე მიდის, ვისაც სალამი აქვს ნათქვამი მამუკას ზედ დააყოლებენ.
ასეა, მაფიოზურ მმართველობაში ჩაიჭრა მდინარაძე და ივანიშვილი კუჭის წვენიდან ამოუღებს ბიტკოინებს.
და კობახიძე?! მანდ ბევრად სევდიანად არის საქმე…
ამ ამბები შემყურეები, პირღია კი არ უნდა ვუყურებდეთ ამას, არამედ ვმობილიზდეთ და გავაქტიურდეთ.
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
სულის შებერვა სჭირდებათ და ნუ დავამადლით!
ძალა ხალხშია! ძალა ერთობაშია!" - წერს ლევან ხაბეიშვილი.