"ჩვენ ვმუშაობთ ["ოპოზიციური ალიანსის"] 6-პუნქტიანი გეგმის შესაძლო განვრცობაზე" - ვიქტორ ყიფიანი

03.08.26 21:48
"ჩვენ ვმუშაობთ ["ოპოზიციური ალიანსის"] 6-პუნქტიანი გეგმის შესაძლო განვრცობაზე" - ვიქტორ ყიფიანი

"ჩვენ ვმუშაობთ ["ოპოზიციური ალიანსის"] 6-პუნქტიანი გეგმის შესაძლო განვრცობაზე" - ამის შესახებ "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის თქმით, მის გუნდს გარკვეული მოსაზრებები აქვს და შესაძლოა მომავალი კვირის ბოლომდე რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზონ საზოგადოებას. 

ვიქტორ ყიფიანი აღნიშნავს, რომ შესაძლოა რეკომენდაციები იყოს არსებული პუნქტების მოდიფიცირება, ან შეიძლება იყოს ახალი პუნქტების შემოტანა.

ეს არის შეთანხმება, არჩევნების წესებზე, როდესაც ფართო პოლიტიკური კონსესუსი იქნება ჯერ ოპოზიციის მხარეს, რომ გარკვეული წესების შემთხვევაში, არჩევნებში შესვლას აქვს აზრი, ვინაიდან არჩევნები შეფასდება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი და კონკურენტუნარიანი. შესაბამისად ამ წესების ირგვლივ მოხდეს ფართო სამოქალაქო თანხმობა, კონსოლიდაცია და შემდეგ უკვე ამ თანხმობამდე დასული პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოებასთან ერთად ბუნებრივია, მოითხოვს უკვე არსებული ხელისუფლების მხრიდან მის თანხმობას. 

ამ წესებზე ფართო შეთანხმება ყველა პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, მათ შრის მმართველი პარტიის მხრიდან განაპირობებს ღია და ობიექტურ არჩევნებს. 

არავითარი გარანტია არ არსებობს და არც ვინმეს, რაიმე სასწაულს ვერც "ჯერ საქართველოდან", ვერც ვინმე სხვა ვერ შესთავაზებს. სასწაულზე საუბარი არ არის, თვითონ მოთხოვნა იმდენად გასაგებია, იმდენად გამართულია და იმდენად ბუნებრივია, რომ ჩვენი დაშვებაა, რომ ამ მოთხოვნის ირგვლივ არ გაერთიანება, არის პოლიტიკური ბუნების საწინააღმდეგო. 

ჩვენ ვმუშაობთ ["ოპოზიციური ალიანსის"] 6-პუნქტიანი გეგმის შესაძლო განვრცობაზე, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები და ალბათ მომავალი კვირის ბოლომდე ჩვენ შეიძლება რამდენიმე რეკომენდაციით გამოვიდეთ, შესაძლოა ეს იყოს არსებული პუნქტების მოდიფიცირება, ან შეიძლება იყოს ახალი პუნქტების შემოტანა. ჩვენ დავეყრდნობით როგორც მიმდინარე პოლიტიკურ გამოცდილებას, ქართულ რეალობას, ასევე შეიძლება შევისწავლოთ და პროცესში ვართ, საერთაშორისო გამოცდილება..." - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. 

მსგავსი სიახლეები