სარკაზმის დრო არ არ არის! - ნინო ლომჯარია ეკა ტიკარაძეს

25.11.21 20:37
სარკაზმის დრო არ არ არის! - ნინო ლომჯარია ეკა ტიკარაძეს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ჯანდაცვის მინისტრის მიერ კოვიდპასპორტების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ 60 წელს ზემოთ ყველა პირისთვის კოვიდის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო უნდა გახდეს, რაც საერთაშორისო პრაქტიკაა. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, დიდი ალბათობით, სარკაზმი იყო, თუმცა ამისი დრო არ არის. უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაცია შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა!

ჩემი კოვიდ ინფიცირებული მშობლები 10 დღეა, საავადმყოფოში წვანან. მათი კლინიკური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ, სუბიექტურად ძალიან სუსტად და ცუდად გრძნობენ თავს. საბედნიეროდ, აცრილები იყვნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ვიქნებოდით ახლა.  

ჩვენ უნდა გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ამბობს, რომ 60 წლის ასაკის ზემოთ ყველა უნდა აიცრას, რომ კოვიდ გადატანილის იმუნიტეტი 6 თვე მუშაობს... არ შეიძლება, ასეთი ტანჯვისთვის გავწიროთ ჩვენი უფროსი თაობა, ექიმები, არ შეიძლება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს, ეს გაუგონარი ბოროტებაა! - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა,  რომ საქართველო განსაკუთრებულია და სწორედ ამის გამო ამოქმედდება ორი მწვანე პასპორტი. მისივე თქმით,  უვადოდ მწვანე სტატუსი ცუდი გადაწყვეტილება არ არის.

მსგავსი სიახლეები