ხელჩართული ჩხუბი ბათუმის საკრებულოში - ვითარება უკიდურესად დაძაბულია
ხმაური და დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ოპოზიცია ამბობს, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს "ვადაგასული" შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც კანონის უხეში დარღვევაა.
ბოლო ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები „ქართული ოცნების“ წევრებს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ამასთან, ირკვევა, რომ დეპუტატი რომან თავართქილაძე, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო კოვიდრეგულაციების დარღვევით საკრებულოში მივიდა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, რაულ თავართქილიძის ცოლს 5 დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის მიუხედავად, თავართქილაძე უმაღლეს საბჭოში დღესაც მივიდა.
"ნუ ავრცელებს კორონას " - მიმართა თავართქილაძეს რევაზ ხარაზმა, რასაც დაპირიპირება მოჰყვა.
რაულ თავართქილაძე ირწმუნება, რომ ცოლთან შეხება არ ჰქონია.