ბათუმის საკრებულოში ფეკალიების სუნი დგას

26.11.21 11:27
ბათუმის საკრებულოში ფეკალიების სუნი დგას

ბათუმში, საკრებულოს სხდომა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, გაუსაძლისი სუნის გამო შეწყდა. 

ბათუმი საკრებულოში ფეკალიების სუნი დგას,  ადგილზე მოასხეს სითხე, რის შემდეგაც ფეკალიების სუნი დადგა. 

დეპუტატ მირდათ ქამადაძის თქმით, სითხე სწორედ მან დაასხა. პოლიციამ ენმ-ს წევრი სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ უნდა ჩატარდეს, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. მე ხელში მიჭირავს შპრიცი, რომელშიც არის სრულიად უწყინარი ნივთიერება, მაგრამ აქვს ისეთი სუნი, რომ აქ ვეღარ გაჩერდებით. მე ვრჩები ბოლომდე აქ, იმიტომ, რომ არ იფიქროს ვინმემ, ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიში არაა", - მიმართა მირდატ ქამადაძემ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. 

 

მსგავსი სიახლეები