მოქალაქეებმა პარტიას „საქართველოსთვის“ გადამწყვეტი ხმის უფლება მიანიჭეს - გახარიას გუნდი
ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს პარტია „საქართველოსთვის“ ეხმიანება. პარტიის წევრის, მიხეილ დაუშვილის, განაცდებით, საქართველოს მოქალაქეებმა ექსპრემიერის პარტიას ე.წ. ოქროს გასაღები, ანუ გადამწყვეტი ხმის უფლება მიანიჭეს.
პარტიამ „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ერთპარტიული მმართველობის დრო დასრულდა და ძალთა დაბალანსების დრო დგება.
ჩვენმა მოქალაქეებმა პარტიას „საქართველოსთვის“ მიანიჭეს ე.წ. ოქროს გასაღები და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი ხმის უფლება მისცეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის გადაწყვეტილებაა, „ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის დასრულება და ძალაუფლების დაბალანსება. „ოცნებას“ დაავიწყდა, რომ ხელისუფლების და ძალაუფლების წყარო არის ხალხი და დემოკრატია სწორედ ხალხის მმართველობაზეა დაფუძნებული. დღეს უკვე ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა ნებისმიერ ფასად, - განაცხადა დაუშვილმა.