"სადაც ვერ მიაღწიეს კონტროლს, იქ არჩევნების შედეგებს აუქმებენ" - "ევროპული საქართველო"

26.11.21 11:56
"სადაც ვერ მიაღწიეს კონტროლს, იქ არჩევნების შედეგებს აუქმებენ" - "ევროპული საქართველო"

"სადაც ვერ მიაღწიეს კონტროლს, იქ არჩევნების შედეგებს აუქმებენ, - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველო" ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს ბათუმსა და ზუგდიდში.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას, განცხადებით, ხელისუფლება ძალის დემონსტრირებას დემოკრატიის სტანდარტების უგულებელყოფით ახდენს. 

მიუხედავად ყველა არალეგიტიმური მეთოდისა, რაც გამოიყენეს ამ არჩევნებზე, სადაც ვერ მიაღწიეს კონტროლს, იქ უბრალოდ აუქმებენ თვითმმართველობას და არჩევნების შედეგს. ვიმეორებ, ეს არჩევნების შედეგი არალეგიტიმური იყო იმ მეთოდების გამო, რაც გამოიყენა რეჟიმმა ჯამში, მან წააგო ჯამში საქართველოში  და გაიფორმა გამარჯვება, მაგრამ სადაც მოხერხდა მოქალაქეების მობილიზების შედეგად კონტროლის ჩამორთმევა ივანიშვილის რეჟიმისთვის, საკრებულოებში და დიდ ქალაქებში და ბათუმი ამის მაგალითია, იქ გვაჩვენებენ ძალას იმით, რომ უგულებელყოფენ მინიმალურ სტანდარტს დემოკრატიის, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დილიდან ხმაურია.  ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი პროტესტისა და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები