ვითარება ზუგდიდის საკრებულოსთან - ანი წითლიძეს თითი მოტეხეს

26.11.21 12:06
ვითარება ზუგდიდის საკრებულოსთან - ანი წითლიძეს თითი მოტეხეს

ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან დაპირისპირებაა - პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენლებს, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პულივიზატორით წარწერების გაკეთების საშუალებას არ აძლევს. 

ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც, როდესაც დეპუტატ ანი წითლიძეს თითი მოტეხეს. 

ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომტეხა... პოლიცია ცდილობს, რომ პულივიზატორი"წამართვას და ამისთვის არიან ახლა მობილიზებულნი და თავზე მადგანან. 

საკრებულოს შენობაში სხედან მონები და ბიუჯეტის ღორები, აი ამის დაწერას ვაპირებდით აქ და ამისთვის არის ეს მობილიზაცია," - განაცხადა ანა წითლიძემ.

ზუგდიდის საკრებულოში  რიგგარეშე სხდომა დილიდან აქციის ფონზე მიმდინარეობს. შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან. მათი თქმით, ბიუჯეტს საკრებულოს ძველი, "ვადაგასული" შემადგენლობა ამტკიცებს. 

2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას დილიდან აპროტესტებენ ბათუმშიც. ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო აროდენობაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა.

მსგავსი სიახლეები