ზუგდიდში დაკავებების სერია დაიწყო
დაკავებების სერია ზუგდიდშიც დაიწყო. პოლიციის წარმომადგენლების განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. "პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოსთან აქციის 2 მონაწილე დააკავა.
სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტებს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ ისინი ასფალტზე პოლიტიკური შინაარსის წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ.
პროტესტის მონაწილეები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ.
ვითარება ადგილზე უკიდურესად დაძაბულია.
ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დილიდან ხმაურია. ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი პროტესტისა და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს.