ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა

26.11.21 12:32
ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქის მერისა და მერიის მაღალჩინოსნებს ხელფასები გაეზარდათ. 

სხდომას "ქართული ოცნების" 16 დეპუტატი ესწრებოდა, 2 წევრი, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრია. 

ბიუჯეტის დამტკიცებას "ოცნების" წევრებმა დაუჭირეს მხარი. პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

ბიუჯეტის დამტკიცებამდე ადგილი ჰქონდა ხელჩართულ ჩხუბსაც, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. 

სხდომის დაწყებიდან მალევე,  "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, მირდატ  ქამადაძემ გარკვეული სუთხე დაასხა, რის შემდეგაც დარბაზში მძაფრი სუნი დადგა. დეოუტატი პოლიციამ ადგილიდან რამდენჯერმა გაიყვანა. 

 

მსგავსი სიახლეები