წმინდა წყლის რუსული სცენარია - გიორგი კირთაძე ბათუმის და ზუგდიდის მოვლენებზე

26.11.21 12:31
 წმინდა წყლის რუსული სცენარია - გიორგი კირთაძე ბათუმის და ზუგდიდის მოვლენებზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კირთაძე, ბათუმსა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს  რუსულ სცენარს უწოდებს.  საქმე ეხება ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს, რომელიც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 

კირთაძის თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაუქმებას ახლაც მოახერხებს, ქვეყანაში კრიმინალის თარეში და სიღარიბე არასდროს დასრულდება. 

შიგნიდან ყველა გამოგვყარეს არჩეული წევრები, ძველიც, ახალიც, უმაღლესი საბჭოც, პარლამენტიც, გარეთ მიმდინარეობს საკრებულოს არჩეული წევრების დაკავება და ამის ფონზე განიხილავენ ბიუჯეტს. სად ვცხოვრობთ, ხომ ყველანი კარგად ვხვდებით? აზრი აღარ აქვს ამ ქვეყანაში აღარაფერს. არჩევნებს აზრი აღარ აქვს. დღეს მაინც კარგად ვხვდებით, რის ფასად უღირდა "ქართულ ოცნებას" უმრავლესობის ფორმირება? ყველა  თოფიანი კაცი ამ ორ ქალაქშია თავმოყრილი. უნდა შევთანხმდეთ ყველა, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ეს არის წმინდა წყლის რუსული სცენარი. ეს ნიშნავს, რომ ვიცხოვრებთ კრიმინალში, ვიქნებით ბოლომდე ღარიბები და არასდროს არაფერი გვეშველება. გააუქმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები, ეს არის ფაქტი. ყველანი უნდა გამოვიდეთ მართლა ქუჩაში. უკანონოდ დაკავებული საქართველოს პრეზიდენტი, უნდა დავიხსნათ ციხიდან, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, სამართლიანს და პროპორციულს, - თქვა კირთაძემ. 

მსგავსი სიახლეები