ვადაგასულმა საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა - ხელფასები მერებსა და მოადგილეებს ეზრდებათ

26.11.21 12:47
ვადაგასულმა საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა - ხელფასები მერებსა და მოადგილეებს ეზრდებათ

ვადაგასულმა საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი ზუგდიდშიც დაამტკიცა. სხდომას მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებიან. თავდაპირველად ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე შესვლა ანი წითლიძემ და 3 დეპუტატმა შეძლო. ისინი ითხოვდნენ, რომ სხვებსაც ესარგებლათ იგივე უფლებით, რასაც დაპირისპირება მოყვა. პოლიციამ მათ საკრებულოს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხელფასები ეზრდებათ მერებსა და მოადგილეებს. 

ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 47 200 000 ლარით. ყველა პრიორიტეტი ადეკვატურადაა ფინანსურად უზრუნველყოფილი, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად იზრდება ხელფასები და ესაა მასტიმულირებელი ფუნქცია, რათა იყოს კონკურენტუნარიანი საჯარო სექტორი. 

მერის და მერის მოადგილეებისთვის გაზრდილია ხელფასები სადღაც 1000 ლარიდან", - თქვა მამუკა წოწერიამ.

 

მსგავსი სიახლეები