ბრძოლა იქნება უწყვეტი - ნიკა მელია ბათუმში ჩავიდა
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბათუმში ჩავიდა, სადაც ვითარება დილიდან უკიდურესად დაძაბულია.
ენმ-ს ლიდერის თქმით, სახალმწიფო მიტაცებულია.
"ბრძოლა იქნება უწყვეტი, ბრძოლა მოედება მთელს ქვეყანას" - თქვა მელიამ.
ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია ეს ხელისუფლება. მათ მორალური და პოლიტიკური საფუძველი გამოეცალათ, მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგანან და როდემდე იდგებიან? ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში დიდ როლს ითამაშებს ქართველი ხალხი. გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს“, - თქვა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებს ხელისუფლება მით უფრო სწრაფად "დასრულდებიან".
როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმში ჩასვლამდე საპატრულო პოლიციის თანამშროლებმა 40 წუთის განმავლობაში გააჩერეს.
ალბათ, ეგონათ, რაც უფრო გვიან ჩამოვიდოდი ბათუმში, მით უკეთესი იყო მათი გეგმების განხორციელებისთვის. მადლობა აქ მყოფ ჩვენს ყველა მეგობარს, რომლებმაც კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი ამ რეჟიმს", - განაცხადა მელიამ.