"მკვლელი რეჟიმი, რომელსაც მორალური საყრდენი გამოეცალა" - ნიკა მელია "ოცნებაზე"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბათუმსა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "მკვლელ რეჟიმად" მოიხსენიებს.
საქმე ეხება ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს, რომელიც დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ნიკა მელიას თქმით, "ქართული ოცნება" მხოლოდ საპოლიციო ძალებზე დგას, რომელიც მოკლე დროში აუცილებლად ჩამოიშლება.
ყოველგვარ კანონიერ საფუძველს გამოცლილია ეს ხელისუფლება. რეჟიმია, ხალხო, რომელიც კადრულობს შემდეგ რამეს: ბათუმში მიუხედავად ყველაფრისა, პირველი ტური დასრულდა იმდაგვარად, რომ ოპოზიციას ერგო 19 ხმა და ხელისუფლებას 16. ე.ი. დღემდე იმდენი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ გაათანაბრა, 19/16 ნაცვლად, 17/17 გვაქვს. ეს არ დარჩება, რბილად რომ ვთქვათ, შეუმჩნეველი ქართული საზოგადოების მხრიდან, ადამიანის მკვლელობა. ნუგზარ ფუტკარაძე, ადამიანი, ჩვენი გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმში, რომელთანაც აწარმოებენ შანტაჟის ენით საუბარს და მან სიცოცხლეშივე მოახერხა და დატოვა ამ ყველაფერზე მტკიცებულება. ადამიანი მიიყვანეს სიკვდილამდე და ხელისუფლება გვეუბნება, "ჩვენ რა შუაში ვართო". ვიღაცა ვიღაცას ასი ათას დოლარს სთავაზობდა, ჩვენ რა შუაში ვართო. ეს ხელისუფლება ყველაფერთან ერთად არის მკვლელი. მკვლელი რეჟიმი, რომელსაც მორალური საყრდენი გამოეცალა, გარდა ამ რეჟიმის მსახური ზონდერ პოლიციელებისა. მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგანან. როდემდე იდგებიან? დაიფშვნებიან, ჩამოინგრევიან, - განაცხადა მელიამ.