,,ოცნებას" რუსეთს არ ჩავაბარებინებთ, არ დავთმობთ! - მამუკა ხაზარაძე

26.11.21 13:37
,,ოცნებას" რუსეთს არ ჩავაბარებინებთ, არ დავთმობთ! - მამუკა ხაზარაძე

,,ლელოს" ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს წალენჯიხიდან გამოეხმაურა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ,,ქართული ოცნება" ცდილობს, საქართველო რუსეთს ღიად ჩააბაროს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ საკრებულოს ძველი შემადგენლობით ბიუჯეტის მიღებით დემოკრატიის კურსს გადაუხვია, რასაც ოპოზიცია არ დაუშვებს.

ის, რაც ხდება დღეს ზუგდიდსა და ბათუმში, იღებენ ძველი საკრებულოს შემადგენლობით ახალ, 2022 წლის ბიუჯეტს, ეს არის უხეში დარღვევა ყველა ნორმის, ყველა შინაარსის და აზრის, რაც კი დემოკრატიას, შეიძლება, ჰქონდეს. ამას ჩვენ დავუპირისპირდებით ძალიან წყნარად, მტკიცედ, იმიტომ რომ ,,ქართულ ოცნებას" ამ ქვეყანას ბოლომდე არ ჩავაბარებინებთ რუსეთს. საქართველოში მეხუთე კოლონის აქტიურობა ღიად მიდის. ღიად მიდის პროპაგანდა, რომ თურმე საქართველოში რუსული ჯარები უნდა დაბრუნდეს. ამაზე რეგირება არა აქვს ,,ოცნების" პოლიტიკოსებს. 

ამას არ დავთმობთ, აქ არ არის მარტო ბათუმსა და ზუგდიდზე საუბარი. აქ არის ლაპარაკი იმ მოცემულობაზე, რაშიც ,,ოცნებამ" ჩვენი ქვეყანა ჩააგდო - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რუსთავში, ზუგდიდსა და ბათუმში ქალაქების ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. 

მსგავსი სიახლეები