ვინ უნდა გასცეს გორის ჰოსპიტალში შესვლის ნებართვა - სახელმწიფო უწყებებს პასუხი არ აქვთ

26.11.21 13:43
ვინ უნდა გასცეს გორის ჰოსპიტალში შესვლის ნებართვა  - სახელმწიფო უწყებებს პასუხი არ აქვთ

ვინ უნდა გასცეს  დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა - სახელმწიფო უწყებებს თავგზა აერიათ. პარლამენტის თვამჯდომარე ირწმუნება, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალი პენიტენციური დაწესებულება არ არის და იქ შესვლის ნებართვაზე წერილობით კლინიკას ვერ მიმართავს. პასუხი არც თავდაცვის სამინისტროში აქვთ.

სწორედ ამ მიზეზით უკვე მეოთხე დღეა, მესამე პრეზიდენტთან შესვლას ვერ ახერხებს მისი თანაგუნდელი, აკო მინაშვილი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევას განგებ ცდილობს. 

დღესაც ჩამოვედი. ველი შეშვებას. ძალიან სამარცხვინო სიტუაციაა. რეალობა ყველამ კარგად ვიცით, ხელისუფლებას ეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს დამატებითი კომუნიკაცია გარეთ, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჩვენ შეგხვდეს და რაღაც სამარცხვინო მიზეზებს იყენებენ. ყველაფერი არის სწორედ პარლამენტის ხელმძღვანელის პასუხისმგელობა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აცხადებს, რომ თურმე ვერ მოიფიქრეს სამართლებრივი ფორმა, როგორ უნდა შეუშვან დეპუტატები. მე მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, დეპუტატს აქვს პატიმრის ნახვის უფლება და აქ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ შენობაში იმყოფება კონკრეტული ადამიანი, - ამბობს მინაშვილი. 

 ულტიმატუმის ვადა იწურება. თუ მიხეილ სააკაშვილთან დღეს დეპუტატებს არ შეუშვებენ, პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად მკურნალობას შეწყვეტს და წამლების მიღებაზე უარს იტყვის.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე, თვლის, რომ მკურნალობაზე უარის თქმა კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს, რადგან კომა და კრიზი გარდაუვალი იქნება. 

მსგავსი სიახლეები