რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან, რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ, უფრო სწრაფად დასრულდებიან - მელია

26.11.21 13:45
რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან, რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ, უფრო სწრაფად დასრულდებიან - მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, "მით უფრო მალე დასრულდებიან".

განცხადება მელიამ ბათუმში გააკეთა, სადაც ვითარება დილიდან უკიდურესად დაძაბული იყო. რამდენიმე წუთის წინ წინა მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 

რა არ უნახავს ამ სახელმწიფოს, მაგრამ გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ნამდვილად არ გვინახავს. გადარჩეული, ანუ არარსებული საკრებულო, ამტკიცებს მთავარ დოკუმენტს, თვითმმართველობის წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტი როდესაც მტკიცდება, ისე კი არ უნდა გაიგოს ვინმემ, რომ სადღაც მათი შეხედულებებისამებრ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ და ამაზე მოარგეს ბიუჯეტი, ან ბათუმელების საჭიროებებს მოარგეს, არა, ასე ნურავინ ნუ გაიგებს. ამასთან არანაირი შეხება არ აქვს. უბრალოდ არის წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებების გასტუმრების დრო...  აქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი ამ რეჟიმს"- თქვა მალიამ. 

მისი თქმით, ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და "რეჟიმი" ძალიან მალე დამარცხდება: 

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან. მესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს ერთ საათში ან ნახევარ საათში, 20 წუთში უნდა, რომ რეჟიმი დაეცეს. დიახ, მეც ძალიან მინდა, რომ 5 წუთში დაეცეს, მაგრამ რასაც ვაკვირდები და ვხედავ, ეს რეჟიმი ეცემა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სახელმწიფოს განვითარება დავიწყოთ ისე, რომ სისხლი არ დავღვაროთ. ამ სისხლს ჩვენ არ ვღვრით, სამაგიეროდ, რეჟიმი სულ უფრო და უფრო მოშიშვლებულ მდგომარეობაშია. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, -განაცხადა მელიამ.

 

 

მსგავსი სიახლეები