"ქართულ ოცნებას" ბიუჯეტი პარტიული ფინანსების წყაროდ მიაჩნია - გია ხარჩილავა
ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს ზუგდიდსა და ბათუმში წალენჯიხის მერი ეხმიანება. გია ხარჩილავას თქმით, "ქართული ოცნებას" სახელმწიფო ბიუჯეტი პარტიულ ბიუჯეტად მიაჩნია და ამ საკითხის გადაწყვეტა ხალხისთვის არ ემეტება. მისი თქმით, ქვეყანაში ქვეყანაში უზურპაცია და დიქტატურა სწორედ ამ გზით მყარდება .
გია ხარჩილავა მოქალაქეებს ბრძოლისკენ და საკრებულოებში ძალაუფლების დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ის, რაც დღეს ხდება ბათუმსა და ზუგდიდში სცილდება ბიუჯეტის ჩვეულებრივი დამტკიცების პროცესს და ძალიან გლობალურ შეფერილობას იღებს. „ქართულ ოცნებას“ ბიუჯეტი მიაჩნია პარტიულ ბიუჯეტად, პარტიული ფინანსების წყაროდ და მას არ ემეტება ეს საკითხი გადაწყვიტოს ხალხმა ანუ ხალხის მიერ არჩეულმა საკრებულოებმა. სწორედ ეს პოლიტიკური კონფლიქტი მიმდინარეობს დღეს ხალხსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ასე მყარდება უზურპაცია და დიქტატურა ქვეყანაში. ადამიანი როგორც თავისუფალი მოქალაქე და საკრებულო როგორც არჩეული ორგანო განსაზღვრავს მიმდინარე და მომავალი წლის ბიუჯეტს და ამ შემთხვევაში ახალარჩეული საკრებულოს განხილვისთვის ჩამოშორება გახლავთ ის გზა, რითაც „ქართული ოცნება“ აგრძელებს. მას არ უნდა ცვლილებები, მას არ უნდა დემოკრატია, მას არ უნდა მოქალაქის შემოყვანა განხილვის პროცესში. ამიტომ, მოქალაქეებმა უნდა დავიბრუნოთ თვითმმართველობებში ჩვენი ძალაუფლება საკრებულეობში. ეს ბრძლა არის შეუქცევადი და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი სწორედ წალენჯიხა გახლავთ, - განაცხადა ხარჩილავამ.
ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დილიდან ხმაურია. ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი პროტესტისა და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს.