2 ფრონტით ხელისუფლების წინააღმდეგ - ოპოზიცია მწვავე პოლიტიკურ პროცესებს აანონსებს

26.11.21 16:38
2 ფრონტით ხელისუფლების წინააღმდეგ - ოპოზიცია მწვავე პოლიტიკურ პროცესებს აანონსებს

ბრძოლის ორი ფრონტი რეჟიმის წინააღმდეგ. ქვეყნაში ახალი მწვავე პოლიტიკური პროცესები იწყება. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციური გაერთიანება აქციებს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესს კი  სამოქალაქო კომიტეტი იწყებს. ქუჩაში გამოდის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლება აიძულოს, ქვეყანაში რიგგარეშე საპარალემნტო არჩევნები დანიშნოს და ისინიც, ვინც პრეზიდენტის პატიმრობიდან დახსნა სურს.

როცა არ მუშაობს კანონისმიერი მოთხოვნები, როცა ოპოზიციონერ დეპუტატებს ექცევიან ისე, როგორც ექცევიან, ნუ მოვერიდებით, მაშინ ქუჩა მოდის მთელი თავისი სიძლიერით, სიმძლავრით მოქმედებაში. 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის თვითოეული ჩვენგანი იბრძოლებს ბოლომდე და ამის პარალელურად გვექნება კონკრეტული გეგმა, ოპოზიციური პარტიების მიერ დამუშავებული, რომელიც აუცილებლად დაუკავშირდება ვადამდელ არჩევნებს - განაცხადა ნიკა მელიამ.

,,ენმ"-ს წევრის, ეკა ხერხეულიძის, განმარტებით, სააკაშვილის გათავისუფლების სამოქალაქო კომიტეტის შექმნა იმიტომ გადაწყდა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს , გარდა ,,ნაცმოძრაობისა" არ შეექმნათ დისკომფორტი, რათა მათ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად, არამედ ვადამდელი არჩევნების დასანიშნად იბრძოლონ. 

ეს პლატფორმა, რა თქმა უნდა, იქნება დამოუკიდებელი და იმაზე იქნება ორინტირებული, რომ კონკრეტულად სააკაშვილის გათავისუფლებაზე იმუშავოს. ის იქნება კოორდინაციაში ოპოზიციურ პარტიებთან სხვა პოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ თუ სააკაშვილის გათავისუფლება მათთვის ხელის შემშლელი საკითხი იქნება,  ამ შესაძლებლობით ისინი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან - აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

ვინ იქნება გაერთიანებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კომიტეტში, ჯერჯერობით უცნობია. 

მსგავსი სიახლეები