არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 5 500 ლარამდე გაიზარდა
ბათუმის არჩეული მერის, არჩილ ჩიქოვანის ხელფასი 1000 ლარით გაიზარდა და 5 500 ლარი შეადგინა - გადაწყვეტილება ვადაგასულმა საკრებულომ მიიღო.
ცნობილია, რომ ხელფასები ეზრდებათ ბათუმის მერიისა და ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებს.
მოგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებში შეტანილია შესაბამისი დათქმა 10 %-ით სახელფასო ნაწილის ზრდა ყველა რგოლის საჯარო მოხელეზე. აქედან გამომდინარე, ეს ასახულია როგორც საქართველოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტში, ისე ჩვენც და სხვა მუნიციპალიტეტებიც, ისევე როგორც ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.
ბუნებრივია, ეს განცხადებაც [ოპოზიციის] არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ისევე როგორც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხზე და პოლიტიკურ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე“- განმარტავს არჩილ ჩიქოვანი. კომენტარს ბათუმის მერია ავრცელებს.