უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება - ვლადიმერ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 1-2 დეკემბერს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება, რომელსაც სავარაუდოდ, ბიზნესმენ რენატ ახმეტოვის გარემოცვა გეგმავს. ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ინფორმაცია მას უკრაინასა და რუსეთთან დაახლოებულმა პირებმა მიაწოდეს.
უკრაინის პირველი პირი აცხადებს, რომ დაზვერვის სამსახურმა ქვეყნის შიგნით მსგავსი ხასიათის მოქმედებები დააფიქსირა.
გეტყვით გულახდილად, რომ ამ პროცესის მოლოდინში ვარ. მაგალითად, მივიღე ინფორმაცია, რომ პირველ რიცხვებში ჩვენს სახელმწიფოში იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება. საინტერესო ინფორმაციაა, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, 1-2 დეკემბერს იგეგმება - განაცხადა ზელენსკიმ.