პაციენტს ანერვიულებენ... გაბრაზებული და აფორიაქებული დამხვდა - ექიმი სააკაშვილზე

26.11.21 17:08
პაციენტს ანერვიულებენ... გაბრაზებული და აფორიაქებული დამხვდა - ექიმი სააკაშვილზე

მთავრობის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მძაფრი ემოციური ფონი აქვს და მის გამოსაჯანმრთელებლად მისი ნერვიულობა არ შეიძლება. 

მედიკოსი მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას მოუწოდებს მესამე პრეზიდენტი სიმშვიდეში ამყოფონ. მისი თქმით, დაწესდა სამკაციანი სია, რომლის მიხედვითაც პაციენტის მონახულებას დღეში მხოლოდ სამი ვიზიტორი შეძლებს. 

დღეს ჩემი პაციენტი გაბრაზებული და აფორიაქებული დამხვდა. პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ არ ვიცი ტელევიზორით თუ სხვა რამით, ეს ჩემი პრობლემა, რა თქმა უნდა, არ არის, მე როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები, იმიტომ, რომ ყველას ვთხოვე, მის იურისტებსაც, ამხანაგებსაც, ოჯახის წევრებსაც, რომ ორი კვირა მაცადეთ, რა. ჩვენ ვთხოვეთ, რომ სამ ვიზიტორზე მეტი დღეში არ იყოს. რასაც ამ ადამიანაზე ლაპარაკობენ, ყველაფერი ახსოვს, აბსოლუტურად არაფერი ავიწყდება, რაც ამ ადამიანს ინტელექტი და ანალიტიკური ტვინი ჰქონდა, გეუბნებით, რომ ყველაფერი ადგილზე, მაგრამ არსებობს კიდევ ასეთი ჯანმრთელობა „მენტალური“. ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი შევლენ ერთადდ ა მერე მოვისმენთ იმათ დაკსვნას, - განაცხადა  ელენე გიორგაძემ.  

მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთი კვირაა პოლიტიკურ იზოლაციაშ იმყოფება. მასთან თანაგუნდელებს არ უშვებენ.  

მსგავსი სიახლეები