სასჯელის ვადა შეიძლება, გაეზარდოს - "ოცნება" სააკაშვილს ემუქრება
"ქართული ოცნება" მესამე პრეზიდენტს ისევ ემუქრება. მმართველი გუნდის წევრი, სოზარ სუბარი, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ვადა შესაძლოა, კიდევ გაეზარდოს, რადგან რამდენიმე საქმეზე განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის.
შეუძლია, საინიციატივო ჯგუფი შეკრას, დააყენონ ინიციატივები, როგორც ვიცი, რაღაც ახალ პროტესტის ფორმებს იგონებს. 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს და განახორციელოს, თუმცა 6 წლის გარდა არის კიდევ რამდენიმე მიმდინარე საქმე, რომელიც არ ვიცით, როდის დამთავრდება და შეიძლება, 6 წელი არ იყოს და იყოს მეტი. ორ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში სააკაშვილთან იყო უფრო მეტი მნახველი იყო, ვიდრე მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ყველა პატიმართან ერთად აღებული, - განაცხადა სუბარმა.