სიჩქარის გადაჭარბების დროს მძღოლს ვიდეოჯარიმასთან ერთად ქულებიც მოაკლდება

12.08.26 14:32
სიჩქარის გადაჭარბების დროს მძღოლს ვიდეოჯარიმასთან ერთად ქულებიც მოაკლდება

ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლებისთვის მართვის მოწმობით მინიჭებული ქულების შემცირების სისტემის დანერგვა იგეგმება - ინფორმაციას BPN 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობისთვის, მძღოლებს ჯარიმასთან ერთად მინიჭებული ქულებიც მოაკლდებათ.

  •  ამ ეტაპზე ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე მხოლოდ ფულადი ჯარიმა იწერება.

ცნობილია, რომ მთავრობამ 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებად სიჩქარის გადაჭარბების შემცირება სახელდება.

 ასევე იგეგმება - დასახლებულ პუნქტებში მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის ლიმიტებისა და სიჩქარის დასაშვები გადაჭარბების, ე.წ. ტოლერანტობის ზღვრის, შემცირებაზეც. 

მსგავსი სიახლეები