კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა

12.08.26 15:09
კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა

 

 

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საწვავის მწვავე კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განმარტა, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ბენზინი თბილისიდან ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ბიზნესმა შეიტანა.

თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც ამის შესაძლებლობა, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ - აღნიშნა კობახიძემ.

ზოგადად, ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონი. თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადადიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადადიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ჩვენ მათ შორის პრობლემა გვაქვს, თქვენ იცით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც განკუთვნილია იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ართველი მოსახლეობის, არამედ აფხაზური მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. თუ ჩვენ შეგვიძლია შევუმსუბუქოთ მდგომარეობა აფხაზეთში მცხვორებ მოსახლეობას, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ოღონდ ჩვენ ამას გავაკეთებთ ყოველთვის ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. 

კი (ფაქტი დადასტურებულია) ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. გავიმეორებ, თუკი ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. თუ ჩვენ გვექნება მომავალშიც ამის შესაძლებლობა, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ", - განაცხადა კობახიძემ. 

"მოძრაობა აფხაზეთისთვის" დამფუძნებელის, ნუკრი ნოდიას ინფორმაციით, საწვავი თბილისიდან ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურის ხიდის გავლით მიეწოდა. 

აფხაზს ყოველთვის საწვავს აწვდიდა რუსები, მაგრამ დღევანდელი დღით ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დიფიციტია - ამბობს ნოდია. 

გუშინ ენგურის ხიდის გავლით მიაწოდეს საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხვორებ მოქალაქეებს, თუ ვის კონკრეტულად, ეს ჩვენ არ ვიცით. ინფორმაცია ჟღერდება უკვე მკვიდრებისგან. აფხაზს ყოველთვის საწვავს აწვდიდა რუსები, მაგრამ დღევანდელი დღით ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დიფიციტია. არის მწვავე კრიზისი და არის რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე", - აცხადებს "მოძრაობა აფხაზეთისთვის" დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისია და რომ ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგები დგას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება რომ უმძიმესია, ამას აღიარებს მარიონეტული რეჟიმიც. ე.წ. პრეზიდენტმა საგანგებო თათბირზე განაცხადა, რომ სიტუაციის ნორმალიზებამდე პრიორიტეტულ რეჟიმში საწვავით უზრუნველყოფენ ძალოვან სტრუქტურებს, სამართალდამცავ ორგანოებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სოციალურ და კომუნალურ სამსახურებს.

მსგავსი სიახლეები