კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა
ირაკლი კობახიძის თქმით 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველოს გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სწორედ აღნიშნულმა შეთანხმებამ გადაარჩინა ქვეყანა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი ბრძნული და უალტერნატივო იყო.
ვიდრე ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, მან შეთანხმების დაცვა ბოლომდე უზრუნველყო, ხოლო გეორგიევსკის ტრაქტიდან საქართველოს ანექსიამდე თითქმის 20 წელიწადი გავიდა - განაცხადა კობახიძემ.
გეორგიევსკის ტრაქტი სხვა მოცემულობა იყო. ერეკლე მეორეს რუსეთთან ომი არ ჰქონია და სანამ ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, ეს შეთანხმება სრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში ყველა ხელმოწერილი და ხელმოუწერელი შეთანხმება თავზე დაგვახიეს. რუსეთი მაშინაც უზარმაზარი სახელმწიფო იყო, საკუთარი ძალისმიერი პოლიტიკა და ინტერესები ჰქონდა და განხორციელდა ის, რაც განხორციელდა. როდესაც ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოაწერა, ამ დოკუმენტმა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მაშინ ერეკლე მეორეს ძალიან კარგად ჰქონდა დანახული ეს ყველაფერი, მათ შორის რისკებიც, მაგრამ რაც მთავარია მას დანახული ჰქონდა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა იმ მომენტში მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის გადარჩენისთვის.
ვიდრე ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, მან შეთანხმების დაცვა ბოლომდე უზრუნველყო, ხოლო გეორგიევსკის ტრაქტიდან საქართველოს ანექსიამდე თითქმის 20 წელიწადი გავიდა. ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა რეალურად გადარჩა. ჩვენ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე ჰქონდა, გადარჩა და როდესაც ერეკლე მეორე გარდაიცვალა, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები“, - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას