EU-ის ახალ ანგარიშს კობახიძისთვის ფასი არ აქვს
ევროკავშირის ანგარიში კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება, – ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშს.
მისი თქმით, EU-ს ანგარიშს მათთვის ფასი არ აქვს.
„შეგახსენებთ, როგორი იყო 2025 წელი, მათ შორის, როცა რეპრესიებზე საუბრობენ. ერთადერთი ქვეყანა გახდა მსოფლიოში საქართველო, სადაც 2025 წლის განმავლობაში, პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ერთი წელი გადაკეტილი იყო დედაქალაქის ცენტრალური გამზირი. მერე როცა კანონი მივიღეთ ამის წინააღმდეგ, ამას დაარქვეს დრაკონული კანონი შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ. დამისახელეთ, მათ შორის ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა, სადაც ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში 150, 100 და ხან 50 კაცს გადაკეტილი ჰქონდა დედაქალაქის ცენტრალური გამზირი და მერე ვილაპარაკოთ ამ დასკვნის ობიექტურობაზე. კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება ეს დასკვნა, ინტერესი იყო ის, რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან ჩვენ მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა და მერე ამას უწოდეს დრაკონული კანონები. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც რუსული კანონი უწოდეს და რომელიც უცხოურ აგენტურას უპირისპირდებოდა. ეს არ მოსწონს იმ ბიუროკრატიას, რომელიც მოქმედებს ე.წ. დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად. ეს არის რეალურად მიზეზი, თუ რატომ გამოხატავენ კონკრეტული ბიუროკრატები გულისტკივილს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა - ევროკავშირი მწვავე დასკვნას აქვეყნებს.
2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა და მიმოხილულია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც გასულ წელს ქვეყანაში მოხდა: დაუსჯელი ძალადობა, კანონები, როემლიც რეპრესიულად შეფასდა, პოლიტიკოსების და დემონსტრანტები დევნა და სხვა.
ევროკავშირი წერს, რომ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები უთხრის დემოკრატიის განვითარებას და ადამიანის უფლებებს.
ანგარიშში საუბარია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და შეჩერებულ პოლიტიკურ კონტაქტებზე.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას