აგვისტოს ომის 18 წლის შემდეგ "ოცნება" რუსოფობიის პრობლემაზე საუბრობს - რა არის კობახიძის სათქმელი ამ კვირაში უკვე მეოთხედ

12.08.26 20:29
აგვისტოს ომის 18 წლის შემდეგ "ოცნება" რუსოფობიის პრობლემაზე საუბრობს - რა არის კობახიძის სათქმელი ამ კვირაში უკვე მეოთხედ

აგვისტოს ომიდან 18 წლისთავზე "ოცნების" მთავარი გამოწვევა რუსოფობიაა, რომლის წინააღმდეგ  დაწყებული კამპანიის ნაწილი დღეს  ირაკლი კობახიძის კიდევე ერთი საგანგებო ბრიფინგი იყო. "ოცნების" ლიდერი ბოლო ერთ კვირაში უკვე მეოთხედ,  ტრიბუნას რუსოფობიაზე საუბრისთვის  იყენებს. 

კობახიძისთვის რუსოფობია ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა ამტკიცებს, რომ ის არაბუნებრივია და ამ განწყობას ხალხში ხელოვნურად ქმნიან. ხელოვნური კამპანიის მაგალითებად კი გასული წლების რამდენიმე შემთხვევას გვისახელებს და უფრო გაუგებარს ტოვებს, რატომ ჩათვალა მან საჭიროდ ამ თემაზე საუბარი დღეს.

დღეს გაირკვა, რომ "ოცნების" ლიდერისთვის ანტისაოკუპაციო განწყობის ჩვენება რუსოფობია -  ის რუსოფობიის მაგალითად განიხილავს შემთხვევას, როდესაც მოქალაქეებმა სანაპიროზე პლაკატი გაშალეს წარწერით რუსეთი ოკუპანტია. 

კობახიძე ლაპარაკობს, კალაძე მოქმედებს. საზოგადოებამ ამ კვირაში უკვე მეორედ რუსულ ენაზე ალაპარაკებული თბილისის მერი ნახა. პირველად, თუ დავუჯერებთ, რუსი ბლოგერი შემთხვევით ნახა, მეორე კი ჯერ არ განუმარტავს. ამ ვიდეოში კალაძე რუსი ტურისტების მოზიდვას ცდილობს.

უფრო საინტერესო კი ისაა, რომ კობახიძე მტრის განმარტების შეცვლას ცდილობს. გუშინ რუსეთს მტერი ვერ უწოდა, დღეს კი თქვა, რომ მტერში არარსებულ დიფსთეითს გულისხმობს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები