შვებულება ხვალ იწურება - სად არის და რა ბედი ელის ვანო ზარდიაშვილს?

13.08.26 11:43
შვებულება ხვალ იწურება - სად არის და რა ბედი ელის ვანო ზარდიაშვილს?

რა გადაწყვეტილება მიიღეს ეკონომიკის სამინისტროში ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე უცნობია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ჯერ ისევ შვებულებაშია, რომელიც წესით ხვალ,14 აგვისტოს უნდა დასრულდეს. 

დავით ვარდიაშვილი, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებს, "პირველებთან" ამბობს, რომ ზარდიაშვილი ელექტროსისტემაში ხვალ დაბრუნდება. 

წინა კვირას ზარდიაშვილის თანამშრომლები არ მალავდნენ, რომ ეს უკანასკნელი ელექატროსისტემას და თანამდებობას სწორედ შვებულების დასრულების შემდეგ დატოვებდა. 

"პირველები" ვანო ზარდიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა როგორც კი მან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ კითხვა მოისმინა, მობილური გათიშა. 

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფპრმაციით, სისტემიდან წასვლის განცხადების დაწერის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი დავით ვარდიაშვილი გახდება, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გაზის ტრანსპორტირების ხელმძღვანელის პოსტიდან გადმოიყვანეს.  

მედიის და ოპოზიციის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით,  გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 ივლისს დაწერა და ამჟამად, შვებულებაშია.

ზარდიაშვილის შვებულებაში გასვლა დაემთხვა ქბეყნის ორჯერ ჩაბნელების ფაქტს, რომელზეც გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიაყო. 

მსგავსი სიახლეები