ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე - გიორგი კირთაძე გამოკითხვაზე დაიბარეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვაზე ოპოზიციის ლიდერები დაიბარეს. გამომძიებლები ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბათუმის მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს ელოდებიან. უწყებაში ამუშავებენ ვერსიას, თითქოს გიორგი კირთაძე ფუტკარაძეს ჩანაწერის გასაჯაროებას აიძულებდა. გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს, თუმცა იმ პირობებში როცა რიჟვაძე თანამდებობაზე რჩება, ძიება ობიექტურად ვერ წარიმართება.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ბ9ოლომდ ევითანამშრომლო გამოძიებასთან მე, ჩემმა მეგიბრებმაც ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, მაგრამ არ გვაქვს ამ გამოძიების იმედი. როგორ შეიძლება დავით რიჟვაძემ ობიექტური გამოძიება ჩაატაროს საკუთარი თავის წინააღმდეგ. ამიტომ დავით რიჟვაძის უფლებამოსილება უნდა შეჩერდეს მინიმუმ საწყის ეტაპზე, თუ გვინდა რომ ოდნავ მაინც ნდობა გაჩნდეს გამოძიების მიმართ.
ჩვენ ვართ რუსეთში, სადაც ყველა ადამიანს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ესეთი ბოროტი მეთოდებით ებრძვიან, აკავებენ, კლავენ, ქვეყნიდან აგდებენ", - ამბობს კირთაძე.
ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ ბათუმში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ენმ-ს განცხადებით, მათ თანაპარტიელზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ზეწოლის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ოფისში გასაჯაროვდა. გიორგი კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით ხდებობდა, თავად პროცესში კი ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე მონაწილეობდა.