მზადება ისტორიული სასამართლოსთვის - სააკაშვილი მზადაა პროცესს დაესწროს
გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფი მოინახულებს. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას ასევე სახელმწიფო კონსილიუმის წევრები შეაფასებენ. ექიმების ჯგუფი საბოლოო დასკვნას კვირას დადებს, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, რამდენად არის მზად მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს სასამართლო პროცესზე დასასწრებად. ადვოკატების ინფორმაციით, ჯამრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი მზადაა, საკუთარ პროცესს დაესწროს.
სააკაშვილის სურვილია დაესწროს სასმაართლო პროცესს, არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ შეზღუდოს მიხეილ სააკაშვილსი დასწრების უფლება. შეკრება არის მშვიდობიანი და ყველა სასამართლო პროცესზე დემოსნტრაციები ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, როგორიც შეიძლება იყოს პრეზიდენტის ბრალდების საქმე იმართება ხოლმე, ეს არ უნდ აგახდეს დაბრკოლება.
რაც შეეხება სამედიცინო მაჩვენებლებს, მიხეილ სააკაშვილი მიუხედავად იმისა, რომ გადის რეაბილიტაციის პროცესს, აცხადებს, რომ ის იპოვის თავის თავში ძალებს, იმისთვის რომ პროცესში მიიღოს მონაწილეობა", - ამბობს ბექა ბასილაია.