მივდივართ გამოკითხვაზე იმ ხალხთან, ვინც მთავარი ბრალდებულია - გიორგი კირთაძე

27.11.21 12:58
მივდივართ გამოკითხვაზე იმ ხალხთან, ვინც მთავარი ბრალდებულია - გიორგი კირთაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო უწყებაში ხელმეორედ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე გამოკითხეს,  თუმცა ამ ეტაპზე გომელაურის უწყება არ ინტერესდება საქმის მთავარი ფიგურანტებით. კირთაძის თქმით, სიმართლე არ დადგინდება სანამ გამოძიებას თავად მთავარი ბრალდებულები ატარებენ. ენმ-ს წევრი მოითხოვს დატოვონ თანამდებობები თორნიკე და დავით რიჟვაძეებმა.

ფარსში ვმონაწილეობთ, მივდივართ გამოკითხვაზე იმ ხალხთან, ვინც მთავარი ბრალდებულია, იმ ხალხმა უნდა ჩაატაროს ობიექტური გამოძიება?! მანამ სანამ დავით და თორნიკე რიჟვაძეები არ დატოვებენ თანამდებობას, არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ ეს საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული. ამიტომ კიდევ ერთხელ დაჟინებით მოვითხვოვ, თანამდებობა დატოვოს დავით და თორნიკე რიჟვაძემ", - ამბობს გიორგი კირთაძე.

ბათუმის სკარებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. თანაპარტიელების და ოჯახის ინფორმაციით,ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახორციელებდა და 100 000 დოლარის სანაცვლოდ ენმ-ს დატოვებას აიძულებდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ფუტკარაძემ  ზეწოლას ვერ გაუძლო და გულის შეტევით გარდაიცვალა.  გიორგი კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა თორნიკე რიჟვაძის მამის,  დავით რიჟვაძის დავალებით ხდებობდა, თავად პროცესში კი  ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე მონაწილეობდა.  

მსგავსი სიახლეები