ბიუჯეტი დამტკიცებულია იმ საკრებულოს მიერ, რომელსაც ხალხი აღარ ენდობა - კობერიძე

27.11.21 13:24
ბიუჯეტი დამტკიცებულია იმ საკრებულოს მიერ, რომელსაც ხალხი აღარ ენდობა - კობერიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის ცოტნე კობერიძისთვის ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების ფაქტი ალოგიკურია, რადგან ხალხმა ნდობა  სხვა საკრებულოს გამოუცხადა. 

როცა შემდეგი წლის ბიუჯეტზე პასუხი უნდა აგოს იმ საკრებულომ, რომელიც ხალხმა აირჩია და ის ბიუჯეტი დამტკიცებულია იმ საკრებულოს მიერ, რომელსაც ხალხი აღარ ენდობა. ამ ხალხმა მაინც გადაუწყვიტა ხვალ და ზეგ და მთელი წელი როგორ გაატაროს", - ამბობს ცოტნე კობერიძე.

 ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების ფაქტს სასამართლოში გაასაჩივრებენ

მსგავსი სიახლეები