"ოცნება" ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება - რას ამბობს ოპოზიცია

16.08.26 11:52
"ოცნება" ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება - რას ამბობს ოპოზიცია

საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ საქართველო მოექცეს იზოლაციაში დასავლური სამყაროსგან, - ასე აფასებს ოპოზიცია ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშრის მიერ ირანისთვის დაწესებულს სანქციებს არ შეუერთდა. 

"ლელოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ "ოცნება" მხოლოდ "ძალადბრივ რეჟიმეთან" თანამშრომლობს და ამით აჩვენებს რუსეთს, რომ ევროინტეგრაციით დაინტერესებული არ არის.

საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ საქართველო მოექცეს იზოლაციაში დასავლური სამყროსგან. ისინი თანამშრომლობენ ძალადობრივ რეჟიმებთან - რუსეთთან, ირანთან, სხვა სახელმწიფოებთან და ყველაფერს აკეთრებენ, რომ რუსეთს დაანახონ, რომ არ არიან დაინტერესებულები დასავლური ინტეგრაციით, ევროპასთან, აშშ-თან და პირიქით, ისინი არიან მეორე მხარეს, იმ მხარეს, რომელ მხარესაც არიან ძალაობრივი რეჟიმები, - ამბობს ნიკა ჩერწეზიშვილი. 

ენმ-ს წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება  არა მხოლოდ არ უერთდება ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, არამედ მისთვის მაშველ რგოლსაც კი წარმოადგენს. 

ივანიშვილის რეჟიმი ერთის მრივ, გვესაუბრება აშშ-თან ურთიერთობების აღდგენაზე და მეორეს მხრივ არ უერთდება ირანის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს. მეტიც, აფართოებს სავაჭრო ურთიერთობებს თეირანთან. მაგალითისთვის 629%-ით არის გაზრდილი ექსპორტი მას შემდეგ, რაც შუა აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. ეს არ არის მხოლოდ ვაჭრობის საკითხი, ეს არის საგარეო პოლიტიკის არჩევანი, რომელსაც აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი. ფაქტობრივად,  ჩვენი ქვეყანა აი, ამ თაღლითური კრიპტო ტრანზაქციების მთავარ პლატფორმად გადაიქცა და ეს გააკეთა სწორედ ივანიშვილმა და ივანიშვილი არა მხოლოდ არ უერთდება სანქციებს, არამედ არის მთავარი მაშველი რგოლი ირანისთვის, რუსეთისთვის, ამ სასანქციო პოლიტიკის პროცესში, - ამბობს ლაშა ფარულავა. 

ევროკავშირის მიერ 14 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. 

მსგავსი სიახლეები