საქართველო ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ სანქციებს არ შეუერთდა - რა გზას ირჩევს "ოცნება"

16.08.26 20:50
საქართველო ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ სანქციებს არ შეუერთდა - რა გზას ირჩევს "ოცნება"

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მთელი დღეა დუმს - მაკა ბოჭორიშვილის უწყებას ამ დრომდე არ განუმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ სანქციებს. ევროკავშირის განცხადებას პრაქტიკულად ყველა კანდიდატი ქვეყანა შეუერთდა, თუმცა მათ შორის საქართველო არ არის. საუბარია შეზღუდვებზე, რომლებიც ირანის მიერ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერას, ბირთვულ პროგრამასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს უკავშირდება.

პრაგმატული თუ დასავლეთისგან დისტანცირებული პოლიტიკა - რა გზას ირჩევს „ოცნების“ ხელისუფლება? ფაქტია, რომ ირანთან დისტანცირების ნაცვლად თბილისსა და თეირანს შორის ურთიერთობები აქტიურდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ირანში ოფიციალურ ღონისძიებებს ესწრებიან, პარალელურად კი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო მაჩვენებლებიც.

ამ ფონზე, საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციებთან არმიერთება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. კრიტიკოსების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს რეპუტაციულ ზიანს აყენებს, კიდევ უფრო აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს და დასავლელ პარტნიორებში აძლიერებს კითხვებს, რამდენად სანდო პარტნიორად რჩება საქართველო.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები