ორჯერადად აცრილია ევროკავშირის მოსახლეობის 68.9 %, აშშ-ში - 59.1%, ჩინეთში კი - 76.9% - Bloomberg

27.11.21 14:16
ორჯერადად აცრილია ევროკავშირის მოსახლეობის 68.9 %, აშშ-ში  - 59.1%, ჩინეთში კი - 76.9% - Bloomberg

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7.86 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს. ინფორმაციას  Bloomberg ავრცელებს.  მონაცემების თანახმად, ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, მოსახლეობიოს  76.9%. 

ამავე მონაცემების თანახმად მსოფლიოში დღეში საშუალოდ 34.7 მილიონი ადამიანი იცრება.

ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1.21 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 632 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს და აცრილია მოსახლეობის 68.9 % , აშშ-ში კი 454 მილიონი დოზა გამოიყენეს და აცრილია მოსახლეობის 59.1%. 

მსგავსი სიახლეები