საკითხის ასე დასმა არასწორია,სააკაშვილის გათავისუფლება თუ მოხერხდა,აღარ არსებულა ხელისუფლება - ბოკერია

27.11.21 14:27
საკითხის ასე დასმა არასწორია,სააკაშვილის გათავისუფლება თუ მოხერხდა,აღარ არსებულა ხელისუფლება  - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის დაყენება ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლამდე არალოგიკურია. ბოკერიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საკითხს არასწორად აყენებს, რადგან ივანიშვილის მმართველობის დასრულებამდე პოლიტიკური დევნა არ დასრულდება.ამის შესახებ ბოკერიამ "ტვ პირველის"  "დღის ამბებში" ისაუბრა. 

საკითხის ასე დასმა არასწორია, სააკაშვილის გათავისუფლება თუ მოხერხდა, ესეიგი აღარ არსებულა ხელისუფლება, იქიდან გამომდიმარე, რომ ეს ამბავი ივანიშვილმა ძალის დემონსტრირების საკითხად აქცია. ყოველთვის, როცა საკითხი ასე დაისმევა, რომ სხვა საკითხები კი არა, ეს არის მთავარი, ეს ყოველთვის შემოიტანს განხეთქილებას და არაფრის მომტანი არ იქნება. ვინმეს თუ მართლა წარმოუდგენია, რომ  სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს ჯერ და მერე (ივანიშვილის) დამარცხება, როგორც კი ეს მოხდება ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმს კონტროლი აღარ აქვს", - ამბობს გიგა ბოკერია. 

 

მსგავსი სიახლეები