ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების წართმევას “ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლების წართმევას “ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
“ძლიერი საქართველოს ლიდერმა“ და ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სარჩელი უკვე ოფიციალურად შეიტანეს.
როგორც გიორგი სიორაძე ამბობს, აღნიშნული სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა, ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
“ჩვენი კოალიციის კვალიფციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში“,- თქვა მან.
კოალიცია “ძლიერი საქართველო ლელო“ იწყებს სამართლებრივ ბრძოლას ჩვენი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე, იქ სადაც რეჟისმ არ ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო მანიპულაციების, კარუსელის დატრიალების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლების დაშინების და მათზე ზეწოლის, “ქართული ოცნება“ 13 % -ით იყო წარმოდგენილი, მან განიცადა სრული კრახი და დამარცხდა. ამის პასუხად, ასობით ათას ჩვენ თანამემამულეს, პრაქტიკულად წაართვეს საარჩევნო ხმის უფლება, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. განსაკუთრებით ცინიკური იყო მათი პასუხი და გზავნილი ჩვენი ემიგრანტებისადმი, რომ ჩვენ არ ვართმევთ მათ საარჩევნო უფლებას, არჩევენბსი დღეს ყველას შეუძლია ჩამოვიდესო. რამდენად არარეალურია ეს ყველაფერი საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რადგან ადრე პრობლემა იყოს სწორედ არასაკმარისი, არასათანადო რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა საზღვარგარეთ, ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით წლების განმავლობაში, რომ მეტი ადამიანი ყოფილიყო საზღვარგარეთ ჩართული პოლიტიკურ პროცესში. ის ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ უზარმაზარი წვლილი ეკონომიკურ ცხოვრებაში, ყოფილიყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და პოლიტიკური ნების ფორმირებაში ჩართულები, ამიტომაც, “ქართულმა ოცნებამ“ რეალურად წაართვა მათ საარჩევნო უფლება და მე მინდა, ჩვენი კოალიციის სახელით მივმართო ჩვენ ემიგრანტებს, შემოგვიერთდით, ერთად დავიწყოთ ბრძოლა.
“ძლიერმა საქართველო ლელომ“ თვეების განმავლობაში იმუშავა კონსტიტუციურ სარჩელზე, მოამზადა ბრწყინვალე სამართლებრივი დასაბუთება, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ რეგულაციის ცვლილება არ არის, ეს არის ანტიკონსტიტუციური აქტი. ეს სარჩელი გამოქვეყნდება და თითოეულ ემიგრანტს ექნება შესაძლებლობა, ფორმალურად გახდეს ამ სასარჩელო მოთხოვნის მონაწილე, მხარე, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში, და ჩვენი კოალიციის კვალიფიციური იურისტები გაუწევენ მათ სამართლებრივ წარმომადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მისი თქმით, მათ კონკრეტული მოლოდინები არ აქვთ, თუმცა, პოლიტიკური პარტიის ბრძოლა გულისხმობს ბრძოლას ყველა ველზე და ეს ყველაფერი ემსახურება მთავარ მიზანს - ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ხმა და გადაწყვიტოს ამ ქვეყნის ბედი.