“ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარია

17.08.26 14:04
“ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს - ხოშტარია

“ოცნების“ მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს , - ამის შესახებ “დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისი თქმით, არ არის გმაორიცხული, რომ  ამ ყველაფერმა, ომის დღევანდელი დინამიკიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორია, უკრაინის მხრიდან, შესაძლოდარტყმების სამიზნე გახადოს.

რეგვენი სუსისა და უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში, იმისთვის, რომ ომი ავირიდოთ თავიდან, სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ევროკავშირს,- წერს ხოშტარია. 

როგორც არ უნდა ეცადოს ქართული ოცნება, საერთაშორისო სამართლებრივად კონფლიქტის მხარეები არიან საქართველო და რუსეთი - როგორც ოკუპანტი ძალა. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობის საკითხი რეგულირდება ამ ორ მხარეს შორის მედიატორების ანუ ევროკავშირის მონაწილეობით.
ქართული ოცნების მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს. ამან კი,  ომის დღევანდელი დინამიკიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორია, უკრაინის მხრიდან, შესაძლოა დარტყმების სამიზნე გახადოს.
რეგვენი სუსისა და უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში, იმისთვის, რომ ომი ავირიდოთ თავიდან, სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ევროკავშირს, გამოიკვლიოს არალეგიტიმური და მათივე ინფორმაციით, რუსული მთავრობის ქმედებები. და, შესაბამისად,  დასაჯოს სწორედ ეს არალეგიტიმურთა ბანდა და არა საქართველოს ტერიტორია, მათ შორის,  მისი ოკუპირებული ნაწილი. სხვაგვარად, ყველანი პასუხისმგებლები ვიქნებით რუსეთის აგრესიულ და ტერორისტულ ომში მონაწილეობაზე, ჩრდილოეთ კორეასა და ბიძინასთან ერთად, - წერს ხოშტარია. 

მსგავსი სიახლეები